ახალციხეში ენერგოაუდიტორებს გადაამზადებენ, რომლებიც შენობების ენერგოეფექტურობას შეისწავლიან

655

ენერგოაუდიტორი სპეციალური ხელსაწყოს ტესტოს გამოყენებით, გაარკვევს რამდენად ენერგოეფექტურია შენობა, ან პირიქით, რამდენ ენერგიას კარგავს. ინფორმაციას სამხრთის კარიბჭე ავრცელებს.

პროექტს „ენერგოაუდიტორები–ენერგოეფექტურობის მონიტორინგისათვის“, საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორი, ნუგზარ თათეშვილი განახორციელებს.

„პროექტი მოიცავს საჯარო შენობის ენერგოაუდიტს, სპეციალური ხელსაწყოს ტესტოს გამოყენებით, სადაც ინფრაწითელი სხივებით მიღებული სურათი გვიჩვენებს, თუ რამდენად ენერგოეფექტურია ან რამდენ ენერგიას ვკარგავთ ამა თუ იმ შენობაში“, – ამბობს საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის დირექტორი და პროექტის ორგანიზატორი ნუგზარ თათეშვილი.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქეთევან მიშველიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება ეკონომიკურად გამართლებულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიო არის გლობალური დათბობის საფრთხის წინაშე. ასევე მნიშვნელოვანიასაზოგადოების ჩართულობა.

პროექტი, რომელიც რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს ენერგოაუდიტორების მომზადებას, მათთვის ტრენინგების ჩატრებას. ხორციელდება „საქრთველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით.

„გადამზადებული ენერგოაუდიტორები შეძლებენ კომპეტენტურ დონეზე მოამზადონ ნებისმიერი შენობის აუდიტი, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებილი ასევე საჯარო შენობებებს”, – განმარტავს ნუგზარ თათეშვილი