ბაკურიანში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

699

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ბაკურიანში, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

“კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების ჩატარება რთულ მეტეოროლოგიურ და რელიეფურ პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გვიწევდა. სამუშაოების შედეგად შემცირდა წყლის დანაკარგი და გაიზარდა დებიტი. ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

სამუშაოები წყლის სათავე ნაგებობებისა და ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაზიანებული ქსელის ახალი სისტემებით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.