ზუგდიდის ბიუჯეტი 1, 6 მილიონი ლარით გაიზარდა

358

ზუგდიდის 2019 წლია მთავარ საფინანო დოკუმენტში ცვლილებია. კერძოდ, ბიუჯეტი 1 მილიონ 650 ათასი ლარით იზრდება. ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

საფინანსო -საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული თანხა, ძირითადად, ქონების გადასახადიდან შემოვიდა, რაც მოსივე თქმით, შემდეგ საკითხებს მოხმარდება:

500 ათასი ლარი – ყინულის მოედნის დემონტაჟი და მონტაჟის სამუშაოები; 161,1 ათასი ლარი – სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა; 320, 4 ათასი ლარი – ააიპ “კეთილმოწყობის ცენტრის” დაფინანსება; 140,0 ათასი ლარი – ანაკლია განმუხურის რესორტის სუბსიდირება; 4.0 ათასი ლარი – მერიის ადმინისტრაციული ხარჯები; 300.0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივობების კეთილმოწყობა და განახლება; 80,0 ათასი ლარი  – გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია; 3,0 ათასი ლარი – ხიდების მშენებლობა; 88,0 ათასი ლარი – სანიაღვრე არხების მოწყობა; 48,0 ათასი ლარი – სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები; 5,5 ათასი ლარი – საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა.