ბორჯომში სკვერებში მულტიფუნქციური, მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები დამონტაჟდა

905

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ბორჯომში არსებული რეკრეაციული ზონებისათვის მულტიფუნქციური მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები შეიძინა.

ბორჯომის მერიის ცნობით, დგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება და მობილური ტელეფონისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების დატენვა ქუჩაში სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ. Wi-Fi მიმდებარე ტერიტორიას 30 მეტრ რადიუსზე დაფარავს.

სკამები ელექტრო ენერგიას მასზე დამონტაჟებული მზის ბატარიებით მიიღებს, აქედან გამომდონარე, ის ეკოლოგიურადაც სუფთა იქნება, ღამე კი ეკო-კონსტრუქცია განათების ფუნქციას შეასრულებს.

პირველ ეტაპზე სკამები მტკვრის მარცხენა სანაპირო სკვერში 2 ლოკაციაზე, ასევე მუსიკალური სკოლისა და მტრედის ხიდის მიმდებარე სკვერებში დამონტაჟდა.

მუნიციპალიტეტი ეკოდამტენი სკამების განთავსებას მომავალშიც გეგმავს.