ბორჯომის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალ წელს, თვითმმართველობა ყველაზე მეტ თანხას ინფრასტრუქტურას მოახმარს, გარდა ამისა, სამ მილიონზე მეტი დაიხარჯება კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებისთვის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 18 900 000 ლარით დაიგეგმა. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კი თანხა 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ისევე როგორც გასულ წელს, ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა რჩება. სამუშაოებისათვის სავარაუდოდ 6 220 300 ლარი დაიხარჯება. აქედან:
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 1 150 000 ლარი;
წყლის სისტემების განვითარება – 431 000 ლარი;
გარე განათება – 483 800 ლარი;
მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია – 1 389 000 ლარი;
კეთილმოწყობის ღონისძიებები – 881 500 ლარი;
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება – 1 085 000 ლარი.
შემდეგი პრიორიტეტი, რომლისთვისაც სხვა საკითხებთან შედარებით მეტი თანხა დაიხარჯება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტია. მუნიციპალიტეტმა ამისათვის 3 401 800 ლარი გამოყო.
მათ შორის, სპორტის სფეროს განვითარებას 1 513 700 ლარი მოხმარდება.
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა – 635 000 ლარი;
ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა – 560 000 ლარი;
ა(ა)იპ ბორჯომი ფეხბურთი 2013 – 75 000 ლარი;
სპორტული ღონისძიებები – 138 700 ლარი;
ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა – 740 000 ლარი.
კულტურის სფეროს განვითარება – 1 788 100 ლარი. მათ შორის:
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა – 994 200 ლარი;
მუსიკალური სკოლების დაფინანსება – 250 000 ლარი;
საბიბლიოთეკო გაერთიანება – 286 800 ლარი;
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი – 457 400 ლარი;
ეროვნული, სახალხო და საგანმანათლებლო ღონისძიბები – 315 500 ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე კლუბების და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 275 900 ლარი;
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეყწობა 165 000 ლარი; ახალგაზრდობის ხელშეწყობა – 37 600 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2 034 900 ლარი. მუხლი მოიცავს, ჯანდაცვის ცენტრებისა და სამედიცინო მომსახურეობისას მოქალაქეების დაფინანსებას.
ჯანმრთელობის დაცვა – 140 900 ლარი;
ჯანდაცვის ცენტრი 110 900 ლარი;
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაცია 30 000 ლარი.
სოციალური დაცვა 1 894 000 ლარი.
მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება – 800 000 ლარი;
უფასო სასადილოს დაფინანსება – 278 400 ლარი;
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები – 2 100 ლარი;
მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება – 11 300 ლარი;
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება – 50 000 ლარი;
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 6 000 ლარი;
ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება – 4 800 ლარი;
18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 223 200 ლარი;
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 200 000 ლარი;
სოციალური დახმარებები – 318 220 ლარი.
2020 წელს, მუნიციპალიტეტი 2 368 000 ლარს დახარჯავს განათლებისთვის. ამ მუხლის ფარგლებში ძირითადად საბავშვო ბაღების დაფინანსება მოხდება:
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება – 2 308 000 ლარი;
ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება – 247 100 ლარი;
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“ – 2 060 900 ლარი;
საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება – 60 000 ლარი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მომავალ წელს მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული იქნება დასუფთავება და გარემოს დაცვაა. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 1 183 500 ლარი გამოიყოფა.
ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნებით უკვე დაუბრუნა. თანხების დაზუსტების შმედეგ, დოკუმენტს საჯაროდ განიხილავენ. დეკემბრის ბოლოს კი დაზუსტებული ბიუჯეტი დამტკიცდება.