საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩებში 26 მოსასვენებელი სკამი დაიდგა

1088

ქალაქ საგარეჯოში, ცენტრალური ქუჩების მიმდებარედ ქუჩის მოსასვენებელი სკამების განთავსება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “ლიკო-1” ასრულებს. სულ მუნიციპალიტეტში 36 მოსასვენებელი სკამი განთავსდება.

ავეჯის შესყიდვა, მიწოდება და მონტაჟის შესყიდვის სახელშეკრულებო ღირსებულება 14 796 ლარს შეადგენს.