საგარეჯოს სამი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

449

საგარეჯოს სოფლების: თოხლიაურის, დიდი ჩაილურისა და პატარა ჩაილურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს.

პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის, სათავე ნაგებობის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილებისა და ჭაბურღილის მოწყობა. გარდა ამისა, რეაბილიტირდება წყლის არსებული სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური და ჭაბურღილი.

სამუშაოების შედეგად, 3 სოფლის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 9 მლნ ლარამდე მოხმარდება.