ქალაქ დედოფლისწყაროში ევდოშვილის და სამხედრო ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ევდოშვილის ქუჩაზე 1 კილომეტრამდე, ხოლო სამხედროს ქუჩაზე 307 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი. საგზაო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 252 017 ლარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. განახლებული გზა დედოფლისწყაროს მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს.
სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!



































