როგორ გადანაწილდა თანხა – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალციხეში

631

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 15 500 000 ლარით დაიგეგმა. 2020 წელს თვითმმართველობაში კვლავ პრიორტეტული რჩება განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე კითხვები ძირითადად არასამთავრობო სექტორმა დასვა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

დღეს, 21 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტიოს განხილვა გაიმართა. პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მერის მოადგილემ, გურამ მელიქიძემ წარმოადგინა.

მომავლი წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტი 15 500 000 ლარით განისაზღვრა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 4 385 120 ლარი გამოიყო. მათ შორის: საკრებულოსთვის – 1 052 680 ლარი, ხოლო მერიისთვის 3 227 440 ლარი, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის – 105 000 ლარი.

რაც შეეხება მომავალი წლის პრიორტეტებს, ყველაზე მეტი თანხა განათლების სფეროში გამოიყო, შემდეგ ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის, ჯანდაცვის მიმართულებებში.

განათლებაში გაწერილია 3 073 240 ლარი: სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება – 2 953 240 ლარი; განათლების დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა – 100 000 ლარი;
მერიის სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტებს – 20 000 ლარი.

„ორი ახალი ბაღი დაგვემატება და ამასთან ერთად, ის სტანდარტები, რომლებიც მირებულია და 31 დეკემბრამდე უნდა შევიმუშაოთ გარვეული სტანდარტები ამიტომ გარკვეული ხარჯები არის გაზრდილი“, – განმარტა გურამ მელიქიძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დაფინანსება სულ შეადგენს 2 825 980 ლარს. თანხა გაწერილია:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – 979 580 ლარი; წყლის სისტემის განვითარება – 452 000 ლარი (საკანალიზაციო ქსელი – 220 00 ლარი, ა(ა)იპ წყალმომარაგება და წყალანირება – 252 000 ლარი); გარეგანათება – 425 400 ლარი;

კეთილმოწყობა (საკადასტრო ნახაზები, ესკიზები, სახარჯთაღრიცხვო დიკუმენტების შედგენა; შენობის ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია; პარკებისა და სკვერების მშენებლობა რეაბილიტაცია) – 969 000 ლარი.

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 2 255 120 ლარი: სპორტის სფეროს განვითარება ( ღონისძიებები, სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა) – 100 000 ლარი;
კულტურული სფეროს განვითარება – 1 813 120 ლარი; ახალგაზტრდობის მხარდაჭერა – 74 000 ლარი; თეატრები – 100 000 ლარი; ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – 15 000 ლარი.

„ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი აიპი და ამას გარდა გვაქვს კულტურის სამსახური, სადაც ცალკე შედის სპორტის განყოფილება. მათ ინდივიდუალური ღონისძიებები აქვს. მძლეოსნობის სპორტული ა(ა)იპ-ი და სასპორტო ა(ა)იპ-ი, რომლესაც კუბების სახით დაემატება სხვადასხვა მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ექვსი ახალი კლუბი იქნება. ჩვენი მიზანია სპორტის განვითრებას პოპულარიზაცია გავუწიოთ“.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1 447 540. ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – 187 000 ლარი; სოციალური დაცვა – 1 265 540 ლარი.

როგორც განხილვისას მერის მოადგილემ განმარტა, ჯანდაცვის მიმართულებით მომავალი წლისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლებიც ძირითადად შშმ პირებს მოხმარდება.

„უსინათლოთა კავშირს“ ჰქონდა ორი პროექტი წარმოდგენილი. ერთ-ერთია ხმოვანი შრიფტის შესწავლა უსინათლოთათვის და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს დავაფინანსებთ. პირველ ეტაპზე, ეს არის სამ-ოთხ ბენეფიციარზე გათვლილი“.
გარდა ამისა, მომავალ წელს, მერია სარეაბილიტაციო ცენტრ „მწავე სახლს“ 27 000 ლარით დააფინანსებს. თანხა 15 ბენეფიციარისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მოხმარდება.

„შარშან ერთი კვარტლის შემდეგ ჩავერთეთ მათ დაფინანსებაში, რადგანაც მათ ჰყავდათ დონორი, თუმცა დაფინანსება სრულად ვერ მიიღეს. მაგრამ წელს თავიდანვე ჩავერთვებით გვყავს 15 ბენეფიციარი“, – განმარტა გურამ მელიქიძემ.

კიდევ ერთი პროექტი, იგეგმება შშმ ბავშვების რეაბილიტაციისთვის „რეკრეაციული პროექტია, ქალაქ ქობულეთში ბავშვებს უტარებენ სხვადასხვა ტიპის პროცედურებს. ჩვენ მათი გადაყვანა უნდა მოვახდინოთ. პირველად საპილოტედ ვაკეთებთ ამას და თუ ეს კარგად წარიმართა გავაგრძელებთ“.

ცვლილებები შეეხება ახალშობილთა დაფინანსებასაც. მცხოვრებლები, რომელთა სოციალური ქულა 75 000-მდეა ახალშობილისთვის 80 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

დაფინანსება გამოიყოფა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, ოთხი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში. 150 000 ქულამდე მქონე ოჯახები, აგვისტოში სკოლის დაწყებამდე დაფინანსებას მიიღებენ. „ დაახლოებით 50 ოჯახი მიიღებს ჩვენი მოკვლევით. 400 ლარიდან დაიწყება დახმარება რომ სასკოლო მზადებისთვის მათ მოვეხმაროთ“, – ამბობს მელიქიძე.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, მონაწილეებს კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტზე კითხვები და შენიშვნები ძირითადად არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ. საკრებულოს დეპუტატებისგან დოკუმენტზე კითხვები გაუჩნდათ მხოლოდ ორ მათგანს. ფრაქცია „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ახალციხეს”-ს თავმჯდომარე, გიორგი გვარამაძე, იმ ფაქტორებით დაინტერესდა, რამაც მუნიციპალიტეტში შობადობის მაჩვენებლის აწევა გამოიწვია: „ რამ განაპირობა ეს? სხვა მუნიციპალიტეტთან შედარებით უფრო მეტი პირობა გავქვს თუ რა პრიოტეტი შეიძლება იყო?“- იკითხა გვარამაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეები”-ს თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე კი 2020 წლისათვის თვითმმართველობაში ხელფასების ზრდის საკითხით დაინტერესდა: „მუნიციპალიტეტის წარმოამდგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში არის სახელფასო ფონდის ზრდა და რის საფუძველზე ხდება და რატომ? ხელფასი არ იზრდება, მაგრამ ფონდი არის გაზრდილი“.

გოგოლაძის კითხვაზე მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ფონდის გაზრდა საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია: „თვითონ საწვავის ფასი გაიზარდა, აქედან გამომდინარე ხარჯების ნაწილში ამ ტიპის მომსახურებაზე, როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში თანხა არის გაზრდილი. კომუნალური გადასახადებიც გაიზარდა და ამ ტიპის მომსახურებაც არის გაზრდილი“, – განმარტა მელიქიძემ.

გოგოლაძის თქმით, გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე საწვავის საკითხს ხმაური და კამათი მოჰყვა: „ერთადერთი რაზეც ვწუხვარ არის ის, რომ ბიუჯეტის ფლანგვაში ეჭვმიტანილები ადგენენ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, როგორიც არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და მეორე წუხილი ის არის, რომ ძალიან ცოტა მოქალაქე ესწრებოდა დღევანდელ ბიუჯეტის პროექტის განხილვას“.