ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრების დროს წამოჭრილი სასმელი წყლის პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, გარკვეულ ობიექტებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დასახელებული სასმელი წყლის საკითხი დადებითად გადაწყდა სოფლებში ტიმოთესუბანში, ტაბაწყურსა და ბალანთაში.
„ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ლიკანში ე.წ. კაკლების წყაროსთან მიმდინარეობს, სადაც დაზიანებული იყო შემკრები ავზი. ადგილზე წყლის მიწოდების აღდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დასახელებული სხვა პრობლემების მოგვარებისთვისაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მათი გადაჭრა ეტაპობრივად მოხდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.