სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა დათვალიერეს.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 196 700 ლარია და რეგიონში განსახიორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 366 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტობეტონის გზის საფარის, ასევე, სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.
რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.