საგზაო ინფრასტრუქტურის რებილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვილაში. სოფლის ცენტრალურ გზის 800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 124 909 ლარით ფინანსდება. სოფელ გედსამანიაში, 3კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და მოეწყო სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით დაფინანსდა.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ ლურსმანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.