საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი იანვარში დაიწყება

566
თბილისი gwp

საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპის განსახორციელებლად ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება, სამუშაოები კი სავარაუდოდ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ speqtri.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.

მოხდება სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება, იგეგმება 2000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეკონსტრუქცია.

სავარაუდოდ პროექტი 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც საგარეჯოს მოსახლეობას სტაბილური, 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ცნობისთვის, საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დაასრულა.