ზესტაფონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

669

ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. დაგეგმილია საავტობობილო გზების, დასასვენებელი სკვერების და მინი საფეხბურთო მოედანის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება მელქაძის, კეკელიძის და ჩიკაშუას ქუჩაზე მდებარე რეკრეაციულ ზონებს. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება კეკელიძის ქუჩაზე და ე.წ. ყანების უბნის ცენტრალურ ქუჩებზე.  განახლდება ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. პროექტის მიხედვით, ასევე, განსაზღვრულია განათების დეკორატიული სისტემის დამონტაჟებაც. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანსაც.