ზუგდიდის შემოსასვლელში ფიჭვის ხეების ნაწილი ხმება

894

აღმაშენებლის ქუჩაზე ფიჭვის ხეების ნაწილი ხმება. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, სავარაუდოდ მცენარეების ხმობა ამინდით, კერძოდ კი, მაღალი ტემპერატურით არის გამოწვეული, რადგან მსგავსი პრობლემა სხვა ლოკაციებზეც შეიქმნა.

მერიაში აცხადებენ, რომ ფიჭვები ორჯერ სხვადასხვა დროს შეიწამლა. მომავალ კვირას კი კიდევ ერთხელ შეიწამლება.

„რაც შეეხება მის განახლებას, გეტყვით, რომ ამ მონაკვეთზე გამხმარი ხეების ჩანაცვლება 21 ერთეულით უკვე მოხდა. ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს არსებული რესურსის შენარჩუნებაზე“, – განუცხადეს „ლაივპრესს“ მერიაში.

ზაფხულში, მცენარეების ნაწილი გახმა ზუგდიდის სკეიტ პარკში, დადიანების ეზოში, ბულვარსა და “ფრანგულ პარკში”.