ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩია

413

ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩია. საკრებულოს სხდომაზე დღეს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია “საქართველოსთვის” შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კენჭისყრის ჩატარებამდე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელს შოთა წურწუმიას ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრობამ”, “ლელომ” და “საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა. რადგან მათი აზრით, ცვლილებების დროა.

ოპოზიციის მხარდაჭერის მიუხედავად, კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: შოთა წურწუმია – 12 ხმა, ჯუმბერ იზორია -13. 1 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან ორივე კანდიდატი გადახაზული იყო.

შედეგების ამგვარი გადანაწილება მოულოდნელი იყო დეპუტატებისთვის. ენმ დან საკრებულოს წევრმა ოთო შენგელიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, იმაში, რომ მისი პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ოპოზიციის კანდიდატს.

ვინაიდან პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ნახევარზე მეტი – 14 ხმა. ამიტომ ფარული კენჭისყრა ხელმეორედ გაიმართება, მასში, კანონის თანახმად მონაწილეობას მიიღებს ერთი კანდიდატი, ჯუმბერ იზორია, რადგან მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”. დღეს სხდომას ენმ-ის 1 დეპუტატი რამაზ გულუა არ ესწრებოდა კარანტინში ყოფნის გამო.