კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული სისტემაა, სწორედ 5%-იანი ბარიერი მოქმედებს – ამას გეუბნებით, როგორც კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი

491

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა.

„კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი და უფლო დაბალპროცენტიანი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ტირანია არ ყალიბდება. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თავად არაა ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას – ამას უწრუნველყოფს პროპორტიული საარჩევნო სისტემა, რომელიც, საქართველოს ისტორიაში პირველად, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ის 2024 წლიდან ამოქმედდება. ეს სისტემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული სისტემაა, სწორედ 5%-იანი ბარიერი მოქმედებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, განაახლოს მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, თუმცა, აუცილებელი წინაპირობაა, ოპოზიცია ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში.

კელი დეგნანმა დღეს თქვა, რომ თუ საარჩევნო ბარიერი 5% დარჩება, მის გადალახვას, სავარაუდოდ, 2-3 პარტია შეძლებს მომავალ არჩევნებში. „ერთპარტიული მმართველობა მრავალფეროვნების საწინააღმდეგოდ მუშაობს, უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“, – თქვა მან.