2022 წელს 1 600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაცია მოხდა

383

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწიდან 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე 1 600 ჰექტრის პრივატიზაცია მოხდა.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის საკითხი წარმატებით მიმდინარეობს და მხოლოდ წელს, 9 თვის მონაცემებით, პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 207 მილიონი ლარია შესული, რაც, მისივე თქმით, რამდენჯერმე აღემატება შარშანდელ მონაცემებს.

სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციაზეც, რაც მისი თქმით, ჯამში 1 600 ჰექტარს შეადგენს. თუმცა, მას უშუალოდ ამ მიწის პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ არაფერი უთქვამს.