თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 სკოლა შენდება

590

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე, სოფელ საღრაშენში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს პირადად გაეცნენ.

პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობას, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნისა და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

ადგილზე, 1 800 000 ლარის ღირებულების სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

60 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ეწყობა ასევე სოფელ ჯვარასა და ენაგეთში.