ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთამდე ახალი ასფალტი დაიგო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ახალი გზა სოფელ ფციდან იწყება.
“გარდა გზის მოასფალტებისა, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურით.
სოფელ ღოღეთში დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარადა მინი სტადიონს,” – აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.