ბორჯომს “სამოქალაქო ბიუჯეტი” ექნება

760

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ახალი საპილოტე პროექტის – “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ბორჯომის გამგეობა ავრცელებს.

ინიციატივა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასა და ხარჯვის პროცესებში მოსახლეობის ინტერესების გამოხატვასა და მათ ჩართულობას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქ ბორჯომსა და სოფელ კორტანეთში უკვე გაიმართა. დაგეგმილია შეხვედრები სხვა სოფლების მოსახლეობასთანაც.

როგორც გამგეობა იუწყება, შეხვედრები გაიმართება: 14 ივლისს, 14:00 საათზე – დაბა წაღვერში; 17 ივლისს, 14:00 საათზე – სოფელ ტაბაწყურში, 19 ივლისს, 14:00 საათზე – სოფელ დვირში და 20 ივლისს, 14:00 საათზე – დაბა ბაკურიანში.