სოფელ საგურამოში, აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებაში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდება კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედანი, დასასვენებელი და ბავშვებისთვის სათამაშო კუთხეები. ტერიტორიის ნაწილი და ბილიკები მოპირკეთდება ფილებით. სკვერი სოფელში არსებული საფეხბურთო მოედნისგან გაიმიჯნება და შემოიღობება ლითონის ღობით.
სამუშაოები, რომელსაც მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ახალი თაობა“ახორციელებს, ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.