ახმეტის მერიამ ოქტომბერში ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამებით 23 862 ლარი დახარჯა

672

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბრის თვეში 23 862 ლარი დახარჯა. ახმეტის მერიის ცნობით, მათ მიერ გაცემული დახმარების ჩამონათვალი ასეთია:

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 6 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 1 140 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (1 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი – 100 ლარი;

პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (4ოჯახი) 700 ლარი;

ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 55 ბენეფიციარს – 20 972 ლარით;

,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 1 ბენეფიციარი – 800 ლარით;

პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება – 1 ბენეფიციარი – 150 ლარით.