კასპის მერია: 2021 წელს ჯანდაცვასა და სოციალური პროგრამის დაფინანსება 995 000-ლარამდე გაიზარდა

330

კასპის მერიის ცნობით, 2021 წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯანდაცვასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების დაფინანსება 995 000 ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის სამ თვეში მოქალაქეთა ჯანდაცვაზე 431 873 ლარია გახარჯული. კერძოდ: ონკოლოგიურ დაავადებებსა და ოპერაციებზე 80 ბენფიციარზე 42 079 ლარი, ნეიროქირურგიული და ტრამვატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საფიქსაციო საშუალებების ამოღება 12 ბენეფიციარი 4 018 ლარი, სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები, მანიპულაციები და პროცედურები 18 ბენეფიციარი 4 801 ლარი, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის და კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ემბოლექტომია, ემბოლიზაცია, სისხლძარღვების სტენტირება, შუნტირება, სისხლძარღვების პლასტიკა ან/და რეზექცია, ლიგირებაზე 119 ბენეფიციარი 38 163 ლარი, დაავადებულ პირთა დახმარებასა და რეაბილიტაციოაზე 308 ბენეფციარი 130 225 ლარი, თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტების დახმარება და ტრანსპორტირება 121 ბენეფიციარი 46 800 ლარი და სხვა.

“მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მიზანი და ვალდებულებაა. ვცდილობთ ფინანსურად მეტი საშუალება გამოვნახოთ და შესაბამისად მეტ ბენეფიციარს დავეხმაროთ. გამოყოფილი თანხის ფარგლებში საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ თანხას ვზრდით. ასე იყო გასულ წელსაც, 2020 წელს გამოყოფილ 800 800 ლარს 108 000 ლარი დაემატა ანუ სულ 908 800 ლარი, რომლითაც 2 417 მოქალაქემ ისარგებლა,” – აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე.