ახმეტაში, ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

391

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობა.

პროექტის მიზანია ციხე-ქალაქ კვეტერას ხელმისაწვდობის გაზრდის ხელშეწყობა და პოპულარიზება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციხე-ქალაქ კვეტერასთან მისასვლელი 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები”,– აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.