მოსახლეობა ახმეტა-თიანეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვს

636

მოსახლეობა ახმეტა-თიანეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, გზა დაზიანებულია და მანქანებით გადაადგილება უჭირთ.

“დიდი ხნის დაყრილი ქვა-ღორღია. მაღალი გამავლობის ავტომანქანის გარეშე არც უნდა იფიქროთ მგზავრობა. უფრო გულსატკენი ის იყო, რომ ტრაფარეტი, რომელიც აღნიშნავს ახმეტის მუნიციპალიტეტის დასაწყისს, სავალალო მდგომარეობაშია,’’– განაცხადეს ადგილობრივებმა.

როგორც ახმეტის მერიაში განაცხადეს, გზის რეაბილიტაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გამაგრებითი სამუშოები, დამცავი ჯებირების, და რკინა-ბეტონის ბოგირების მშენებლობა., მათი დასრულების შემდეგ გაგრძელდება ასფალტის დასხმა”,-განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.