სოფელ ალგეთის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

854

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. სოფლის მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების თხოვნით ქვემო ქართლის გუბერნატორს გრიგოლ ნემსაძეს მიმართა.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაცია იტყობინება, ნემსაძე, მოადგილეებთან ერთად, სოფელ ალგეთში ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეხვდა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გუბერნატორი ამბობს, რომ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის საკითხზე კომპანია GWP-სთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუ აღნიშნული წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია მოხდება, წყალმომარაგების პრობლემა მარნეულის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს – აზიზქენდს, თაზაქენდს, საბირქენდსა და ალგეთს მოეხსნება.