სახელმწიფო რწმუნებული ქვახვრელში მაცხოვრებლებს გაზს, რკინიგზის ბაქანს და გზების რეაბილიტაციას დაჰპირდა

472

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ქვახვრელში მაცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რეგიონის პირველი პირისგან მიიღეს დაპირება, რომ წლის ბოლომდე ქვახვრელს გაზი და რკინიგზის ბაქანი ექნება.

გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შიდა გზის ნაწილობრივ მოასფალტებას და სკოლის სპორტული დარბაზის რემონტსაც დაპირდა.

ხოჯევანიშვილის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ დაპირებებზე გუბერნატორი ყველა შესაბამის უწყებასთან იშუამდგომლებს და ადგილობრივებს მათთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაში დაეხმარება.