ახალციხეში, სოფელ საყუნეთში გარეგანათების სისტემა ეწყობა

512

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, მოსახლეობასთან „ღია შეხვედრების“ დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ საყუნეთის მოსახლეობას 18 სექტემბერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ერთ-ერთ საკითხად სოფელში გარეგანათების პრობლემა დაასახელა, რომელიც სულ მალე გადაიჭრება. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

პროექტის ფარგლებში სოფელში 26 გარეგანათების ბოძი დაიდგმება და ქსელში ჩაირთვება. სამუშაოების განხორციელების შედეგად ადგილობრივებისთვის საღამოს და ღამის საათებში ქუჩებზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.