გორის მუნიციპალიტეტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 30-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა – ამის შესახებ დავით ონიაშვილმა თრიალეთის გადაცემა ,,შესვენების საათში” განაცხადა.
„30-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. აქედან 3 სრულიად ახალი საბავშვო ბაღია აშენებული. ესენია ბნავისის, ნიქოზის, ოთარშენის საბავშვო ბაღები. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საბავშვო ბაღები არის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული და აღჭურვილი.
მიმდინარე წელს, სასექტემბროდ კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ესენია ფხვენისის, ხვითის, ოთარშენისა და ტინისხიდის ბაღები. გარდა ამისა, თუ ბიუჯეტის ეკონომია და დანაზოგები მოგვცემს ამის საშუალებას, წელსვე გვინდა დავიწყოთ 2 ახალი ბაღის მშენებლობაქვახვრელსა და საქაშეთში – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.