ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე 4 წლის წინ გაკეთებული სანიაღვრე არხი მოანგრიეს

476

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე სანიაღვრე არხს ანგრევენ, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გაკეთდა. ადგილობრივი მერიის განმარტებით, მიზეზი სამუშაოებია, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში იგეგმება. კერძოდ, გზის სრული რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მერიაში ამბობენ, რომ ახალმა პროექტმა მოითხოვა აღნიშნული სანიაღვრის შეცვლა, რადან არსებული არ ემთხვევა საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სანიაღვრეს. შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი.