აბაშის მუნიციპალიტეტში იპოდრომის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება მაყურებელთათვის ძელსკამები. ასევე, განხორციელდება იარუსებზე შემორჩენილი ხის ძელების დემონტაჟი, არსებული იარუსის რკინის მთლიანი კონსტრუქცია შეიღებება, გასწორდება და ანტიკოროზიული საღებავით და ძელსკამის კარკასზე ხის დამუშავებული ძელები დამაგრდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 4144 ლარით და შ.პ.ს. „ჯი ემი JM“ ასრულებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!



































