ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2019