წალენჯიხის სოფელ ჩქვალერში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
წალენჯიხის მერიის ცნობით, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია და დავით ვერავა, მათთან ერთად იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია.
გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბეტკო”ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.