დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღს, რომელშიც წელს სკოლამდელ განათლებას 70-მდე აღსაზრდელი მიიღებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ფარგლებში განახლდა საბავშვო ბაღის დაზიანებული სახურავი და შეიღება ფასადი. გარდა ამისა, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები და დარბაზი.
“ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “ჯორჯიან ბილდინგ კომპან-მა” შეასრულა და ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 324 626 ლარი დაიხარჯა”, – ამბობენ მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ბაღის მეორე ფლიგელის რემონტი, 2020 წელს დასრულდება.