ფოთში კუნძულის უბნის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

495

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მ სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

„პროექტი არაერთხელ იქნა ქალაქის საზოგადოების წინაშე საჯაროდ განხილული. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.