საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსბეით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.1 მილიონი ლარია.
როგორც მუნიციპალური განითარების ფონდში განმარტავენ, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
მათივე ცნობით, 2019-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში 65 ახალი სკოლა აშენდება და სრული რეაბილიტაცია 87 სკოლას ჩაუტარდება.
“აღნიშნული სკოლებიდან უკვე დაწყებულია 53 ახალი სკოლის პროექტირება და მშენებლობა, ხოლო 83 სკოლაზე დაწყებულია რეაბილიტაციის პროექტორების სამუშაოები. გარდა ამისა, ფონდი CEB და NEFCO დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება”, – განმარტავენ ფონდში.