ახალციხის 7 სოფელში ამბულატორიები შენდება

556

ახალციხის სოფლებში ახალი ამბულატორიები შენდება. ამ ეტაპზე მშენებლობა სრულდება აგარასა და კლდეში, სადაც შენობების გადახურვისა და შელესვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.

აგრეთვე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამბულატორიები შენდება კიდევ 5 სოფელში: სოფელ თისელში; სოფელ ურაველში; სოფელ ხეოთში; სოფელ ღრელში; სოფელ საძელში. სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.