მალე, შუახევის სოფლებში, ჭვანსა და ბრილში, მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

748

მალე, შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფელ ბრილის მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

როგორც შუახევის მერიაში აცხადებენ, ჭვანის ცენტრის კეთილმოწყობა ითვალისწინებს: პროექტის ფარგლებში ჭვანის ადმინისტრაციულ ცენტრში ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადი გარემონტდება, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, დაიგება ფილები, გზასთან ახლოს გაკეთდება საყრდენი კედელი და მოაჯირი, მოეწყობა სკვერი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და დამონტაჟდება გარე განათება.

სამუშაოებს შპს “ემემტე“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 88 888 ლარი.

ბრილის ცენტრის კეთილომოწყობაში გათვალისწინებულია: ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სოფელ ბრილში მოეწყობა გზის საყრდენი კედელი და მოაჯირი, გარემონტდება სოფლის სახლი, ცენტრში დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა გარე განათება და დაიდგმება დეკორატიული სკამები.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 33 907 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ი/მ “გივი ზოიძე“ ასრულებს.