ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

935

ამ დროისთვის სოფელ ივერიაში მისასველი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე გათვალისწინებულია მილხიდებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

გარდა ამისა, დაბა ასპინძაში შიდა გზებსაც აწესრიგებენ. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე. დაგეგმილია სანიაღვრე-სარწყავი სისტემის, საყრდენი კედლებისა და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა გზა მოწესრიგდება. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე