ქალაქ ბორჯომში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში 9 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, აღნიშნულ რიცხვს წლის ბოლომდე კიდევ 5 შეემატება.
მათივე ცნობით, სპორტული მოედნები უკვე მოეწყო:ბორჯომში – “მთის ხეობის“ მიმდებარედ, სოფელ ჩითახევში, სოფელ ტიმოთესუბანში, სოფელ ბეშეთში, სოფელ კორტანეთში, სოფელ ტაძრისში, დაბა წაღვერში და სოფლებში-დვირსა და ყვიბისში კი მოედნები სკოლის მიმდებარედ მოეწყო.
ამასთან, სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე ახალი მოედნები შეემატება ბორჯომში – ჩარხისწყლის დასახლებას, დაბა ბაკურიანს, დაბა ახალდაბას, სოფელ რველს და სოფელ ტაბაწყურს.