ცქიტიშვილი: 2020 წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას 150 მილიონი ლარი მოხმარდება

640

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტით
გაორმაგდება განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას 150 მილიონი ლარი მოხმარდება. შესაბამისად, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება 52 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, 19 საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია და დაიწყება 77 ახალი სკოლის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

‘გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები წელს 40 მილიონი ლარის რესურსით იყვნენ უზრუნველყოფილი, რითაც 600-ზე მეტი სკოლის მცირე რემონტი მოხერხდა. ეს პროცესი ცხადია შემდეგ წელსაც გაგრძელდება. ასევე, 2020 წელს ავაშენებთ 50 ახალ საბავშვო ბაღს და მთლიანობაში, ეს იქნება ჩვენი სამინისტროს წვლილი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში,” – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თმით, 2020 წელს დევნილთათვის ახალი სახლების მშენებლობას 10%-ით მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება. გაგრძელდება სამუშაოები ქუთაისში, ზუგდიდსა დაწყალტუბოში, სადაც ჯამში, 1040 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.

“ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს რეგიონებში ტურისტულად მნიშვნელოვანი და უნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამაში შედის სპორტული მოედნები, მომსახურების ცენტრები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. ეს პროექტების გაგრძელდება როგორც სამინისტროს დაფინანსებით, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,“ –
თქვა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს ასევეგაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წელს მოსახლეობის მიერ არჩეული 5 000-მდე პროექტი განხორციელდა.

‘ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტი ეფექტურობით, მოსახლეობასთან პირდაპირი, ღია შეხვედრების
დროს მოსმენილი პრიორიტეტებიდან გამომდინარე ეს ბიუჯეტი გავზარდოთ და ყველა პროექტი
მოქალაქეების საჭიროებებზე იყოს მორგებული,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშილმა.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 70 მილიონი ლარით იზრდება, რაც 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 4%-ით მეტია და 2 მილიარდ 71 მილიონ ლარს შეადგენს.