შსს: ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

769

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას შს სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩების კვეთიდან თამარ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთამდე.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალტერნატიული მარშრუტით – ქუთაისის, მესხიასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით. საავტომობილო მოძრაობა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.