გვერძინეთიდან ქოზიფამდე ასფალტირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ახალი გზის დაგება დამატებით კიდევ 600 მ მანძილზე გაგრძელდება. აღნიშნული გზის 1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა. საბოლოო ჯამში, ზაფხულის ბოლომდე, გზის ახალი საფარი სულ 1,6 კმ მანძილს მოიცავს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგეგმეს, რომ ეტაპობრივად სამუშაოები ქოზიფას მონასტრამდე ჩაატარონ.
გვერძინეთიდან ქოზიფამდე დაახლოებით 10 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთი ძამას ხეობაში მდებარეობს.