ლაგოდეხის სოფელ მშვიდობიანში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

517

სოფელ მშვიდობიანში მეორე და მესამე ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ასფალტო-ბეტონის საფარი 1100 გრძ. მეტრზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

წელს მშვიდობიანში გზების რეაბილიტაციასთან ერთად, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. რამოდენიმე დღის წინ მშვიდობიანის ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

“ორივე პროექტის განხორციელება სოფლის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. სასიამოვნო ფაქტია რომ მშვიდობიანის მოსახლეობა, ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღთან ერთად მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურითაც ისარგებლებს“ განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.