ქალაქ სიღნაღში ქეთევან წამებულის ქუჩის, ფიროსმანის და ვაჟა-ფშავლას, ასევე, სარაჯიშვილი-ფიროსმანის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში 240კვ.მ-ის მანძილზე ახალი ქვაფენილი დაიგება.
მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 207 878 ლარი დაიხარჯება.
2019 წლის დეკემბრიდან მოსახლეობა განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.