ამბროლაურში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზა მოასფალტდა

1502

წინა სტატია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება დასრულდა.

აღნიშნული პროექტის შედეგად, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს.

მერიაში აცხადებენ, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.