ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელ 26 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხები და ასფალტო-ბეტონის საფარი მოწყობა. ხოლო, არსებული გზა გაფართოვდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.