მცხეთის სოფელ გოროვანში სპორტული მოედანი აშენდა, ღართისკარის დასახლებაში შიდა გზები მოეწყო

1103

მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში შიდა საუბო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოეწყო სამხედროსა და გოგებაშვილის ქუჩები. აღმაშენებლის ჩიხის აღმართზეც დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კომფორტულად გადაადგილდნენ.

სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ქროსფოინტი” აწარმოებდა.

სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებლო თანხამ 438 624 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სოფელ გოროვანშიდასრულდა სპორტული მოედნის მშენებლობა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე მინი მოედნით ისარგებლონ კალათბურთისა და ფრენბურთის თამაშის დროს. სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

პროექტი “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სამშენებლო სამუშაოები, რომელიც შპს ,,დიდგორმა“ შეასრულა, 15 520 ლარის ღირებულებისაა.