ბორჯომის ქუჩებში საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1149

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბორჯომის ქუჩებში საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, პროექტი 9 აპრილის ქუჩაზე და გამსახურდიას ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით ხორციელდება.

„საფეხმავლო ბილიკები აღნიშნული ქუჩების როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს გაკეთდება. მოეწყობა ბაზალტის ფილები და ბორდიურები, ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება ასევე მდინარე ბორჯომულას სანაპირო კედელი. ორივე ქუჩაზე ჯამში ერთ კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი მოწესრიდგება“, – აღნიშნა გამგებელმა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 9 აპრილისა და გამსახურდიას ქუჩები ბორჯომის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი კეთილმოწყობა კი ტურისტული ქალაქისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება ივლისის ბოლოსთვის იგეგმება.

წყარო: ინტერპრესნიუსი